Thursday, July 17, 2014

მეცხრე დღე

დღეს დავასრულე ტრენინგის მთელი კურსი.
ბევრი მნიშვნელოვანი და სასარგებლო რამ გვასწავლა ჩვენმა ტრენერმა ბატონმა მინდიამ.
ვისწავლე  შეფასების რუბრიკების შექმნა.
დავამუშავე სასწავლო პროექტის გეგმის ნიმუში რაც დამეხმარება მსგავსი პროექტების შექმნაში.
ვისწავლე ბროშურების ინტერნეტ გაზეთების შექმნა.
გავაკეთე პრეზენტაცია ჩემს მიერ არჩეულ თემაზე.მივიღე მითითებები თუ როგორი ხერხებით უმჯობესია ამის გაკეთება.
ვისწავლე ინტერნეტიდან ინფორმაციის გადმოქაჩვა.
ნამდვილად ნაყოფიერი და ხარისხიანი იყო ტრენინგები.

Monday, July 14, 2014

მერვე დღე

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.დავხვეწეთ და დავამუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.ვისწავლეთ ფაილის ჩასმა ბლოგზე.შევქმენით გვერდები.მივიღეთ დავალებები შემდეგი მეცადინეობისათვის.

Sunday, July 13, 2014

მეშვიდე დღე

გავეცანი მოსწავლეთა პროექტების ნიმუშებს. განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკები,განმავითარებელი შეფასებები და შეფასების დაგეგმვის ცხრილი. გავეცანით და ვიმუშავეთ გაზეთის შეფასების სქემებს,თვითშეფასებასებაზე,პრეზენტაციის რუბრიკაზე და ჯგუფური მუშაობის შეფასებაზე.

Wednesday, July 9, 2014

მეექვსე დღე

დღეს შევისწავლე ინტერნეტ პოლაბორაციული დოკუმენტის შექმნა,რომელიც მჭირდება იმისათვის რომ დისტანციურად შევასრულო ერთი და იგივე დოკუმენტი. ვისწავლე გუგლი დრაივერის გაზიარება. დავხვეწე პროექტის ცალკეული პუნქტები.

Sunday, July 6, 2014

მეხუთე დღე










დღევანდელ მეცადინეობაზე დავხვეწე პროექტის გეგმა.
გავაკეთე შეფასების რეზიუმე.
დავხვეწე შეფასების დროის ჩარჩო
ჩავაშენე პრეზენტაციის ბლოგი.